ტაიფუნი იაპონიაში


მართალია ბლოგი სახელის მიხედვით უნდა მოიცავდეს მხოლოდ იმ სიხლეებს, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში, მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო იაპონიის კიდვ ერთ სტიქიას. ალბათ ყველას გახსოვთ თუ როგორ განადგურდა და რა ოდენობის ზარალი მიაყენა ამ ქვეყანას მიწისძვრამ და მისგან გამოწვეულმა ცუნამმა. ეხლა კი კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს იაპონიას:

უკვე მეორე დღეა, რაც იაპონიის სამხრეთში ტაიფუნი "მაონი" მძვინვარებს. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ პრეფექტურებში კაგოსიმასა და მიაძაკს პროვინციებს გადაუარა.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე რამდენიმე პრეფექტურას. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ათასობით ოჯახი.

უკვე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. უამინდობის გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი უსაფრთხო რეგიონებში გადაჰყავთ. არ მუშაობს აეროპორტები, რის გამოც სტიქიური უბედურების ზონას ტურისტები ვერ ტოვებენ. სინოპტიკოსები წყალდიდობას და მეწყერს არ გამორიცხავენ. რის გამოც კაგოსიმასა და მიაძიკში განგაში გამოცხადდა.

ტროპიკული ტაიფუნი, რომლის სიჩქარეც ეპიცენტრში წამში 35 მეტრს შეადგენს, ჩრდილოეთით გადაადგილდება და ძლიერ ქარიშხალსა და წვიმას სინოპტიკოსები მალე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც ელოდებიან.

დაღუპულია 31 ადამიანი, ხოლო დაკარგულია — 57

5 thoughts on “ტაიფუნი იაპონიაში

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s