საბავშვო წიგნის III ფესტივალი


საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი იწყებს საბავშვო წიგნის III ფესტივალისთვის მზადებას და აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას 2012 წლის 15 იანვრამდე.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები:
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა გამომცემლობებმა უნდა წარმოადგინონ 2011 წელს გამოცემული საბავშვო წიგნები;
ავტორებმა უნდა წარმოადგინონ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები ელექტრონული სახით, ფონტი Aცადნუსხ, შრიფტი 12, 1.5 დაშორება.
საუკეთესო ნაწარმოებები გამოიცემა წიგნად ახალაგზრდული ცენტრის მიერ.
ჟიურის მიერ გამოვლინდება გამარჯვებულები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
საუკეთესო ზღაპრების კრებული;
საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული;
საუკეთესო საბავშვო შემეცნებითი წიგნი;
საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა;
საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებული;
საუკეთესო საბავშვო წიგნი ხელოვნებაზე;
საუკეთესო საბავშვო ილუსტრაციები;
კლასიკოსები საბავშვო ლიტერატურაში.
მონაწილეობისათვის ავტორებმა და გამომცემლობებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტები საპატრიარქოს ახალაგზრდულ ცენტრში და წარმოადგინონ საფესტივალო წიგნები 5 ეგზემპლარად, მისამართზე: წმ. ელიას მთა, სამების საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 15.00-18.00 საათამდე
საპატრიარქოს ახალაგზრდული ცენტრის დარბაზებში მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება და საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა რომლის თარიღსაც დამატებით გაცნობებთ.
საკონტაქტო ინფორმაცია: 855 44 05 70 ნინო დაშნიანი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s