გამომრთველში ჩაშენებული ჯაშუშური კამერა



თუ კი გსურთ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება სახლში ან სამსახურში თქვენი არ ყოფნისას, საკმაოდ ღირსეული გადაწყვეტა შეიძლება იყოს მოწყობილობა სახელად Spy Camera Light Switch ფიჭური ქსელით დისტანციური მართვის ჩაშენებული პულტით. რა თქმა უნდა, მსგავსი პროდუქტი მათ ყურადღებას მიიპყრობს, ვისაც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხულიგნობა უყვარს, თუმცა კამერა სასარგებლო იქნება კეთილსინდისიერი მფლობელებისთვისაც. მაგალითად, ადმინისტრატორებისა და უფროსებისთვის, რომლებსაც სასერვეროში მყოფი ადამიანთა კონტიგენტის გაკონტროლება სურთ.

მოწყობილობა ჩვეულებრივ გამომრთველს ჰგავს, რომელიც კედელზე მაგრდება და გარეგნულად არაფრით განსხვავდება დანარჩენებისგან. მიუხედავად ამისა, მოძრაობის მრიცხველის დახმარებით იგი შენობაში შესულ თითოეულ ადამიანს აღრიცხავს, იღებს სურათს (1280×960 წერტილი) და ამის შესახებ მფლობელს მობილურ ტელეფონზე ტექსტური გზავნილით ატყობინებს. კამერას აგრეთვე წამში 30 კადრის სიხშირით 320×240 წერტილის გარჩევადობის ვიდეოს გადაღებაც შეუძლია. გადაღებული მასალა 8 გბაიტიან მეხსიერების კარტაზე (2 გბაიტი კომპლექტში) ინახება და კომპიუტერზე mini USB შეიძლება გადაიწეროთ.

ჯაშუშური გამომრთველი დისტანციურად მობილური ტელეფონით იმართება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის შეტყობინებას SMS ან MMS ფორმატით აგზავნის, ამ უკანასკნელთან გადაღებული ფოტოების თანხლებით. შესაძლებელია აგრეთვე პირდაპირ ტელეფონზე ვიდეოს გადმოცემაც. Spy Camera Light Switch-ის ღირებულება ინტერნეტ-მაღაზიაში Chinavision 80 აშშ დოლარია.

3 thoughts on “გამომრთველში ჩაშენებული ჯაშუშური კამერა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s