უნიკალური აღმოჩენა გარე კახეთში.


Это слайд-шоу требует JavaScript.

უნიკალური აღმოჩენა გარე კახეთში. არქეოლოგებმა ჭაჭუნას ხეობაში პალეონთოლოგიური ნიმუშები იპოვეს. აღმოჩენილია სამთითა ცხენის, ხმელეთის კუსა და ღორის მსგავსი ცხოველის ძვლები და უნიკალური მასტოდონტის ეშვები. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ივრისპირეთში, იქ, სადაც ეშვებს მიაკვლიეს, მისი ძვლებიც იყოს. მასტოდონტი  ხორთუმიანიანი ცხოველების წინაპარია და ის აღმოსავლეთ საქართველოში ათეულობით საუკუნის წინ, ზედა სამარტის ხანაში ბინადრობდა. არქეოლოგიური გათხრები გარე კახეთში შოთა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობდა. ექსპედიციაში მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მასტოდონტები ცხოვრობდნენ ძირითადად მესამეულ პერიოდში. ჰქონდათ დიდი, მასიური სხეული, რომლის სიმაღლე 1,5-3,2 მ აღწევდა. ძირითადი კბილების გვირგვინის აგებულების მიხედვით არჩევენ ბორცვკბილიან და ქედკბილიან მასტოდონტებს. საჭრელი კბილები ეშვებად ჰქონდათ გადაქცეული. უძველეს ფორმებს ეშვები ჰოქნდათ როგორც ზედა, ისე ქვედა ყბაზე, უფრო გვიანდელ წარმომადგენლებს კი ქვედა ეშვები სულ არ გააჩნდათ ან ჰორიზონტალურად ჰქონდათ გაბრტყელებული. მასტოდონტები ნაპოვნია აზიაში, ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპასა და აზიაში ამოწყდნენ ნეოგენის ბოლოს, აფრიკაში და ჩრდილოეთ ამერიკაში — მეოთხეული პერიოდის დასაწყისში.

4 thoughts on “უნიკალური აღმოჩენა გარე კახეთში.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s