გუგლი ქართულს სწავლობს


The Google Translate

უკვე რამდენიმე თვეა, რაც გუგლმა ქართული ენის მორფოლოგიური მოდელი აითვისა და ძიების დროს სიტყვას სხვადასხვა ბრუნვაში და ფორმაში ამთხვევს. მაგალითად, თუ მოვძებნით სიტყვას „წიგნს“, იგი შედეგებში ამთხვევს არა მხოლოდ მითითებულ მიცემით ბრუნვას, არამედ სხვა ბრუნვებს და ფორმებსაც — „წიგნი“, „წიგნში“, „წიგნად“ და ა.შ.

Google Translateსერვისს დაემატა ქართული ენა! მართალია, ჯერ Alpha ვერსიაა (ანუ, ძალიან, ძალიან სატესტო), მაგრამ ძირითად შემთხვევებში მშვენივრად ასრულებს თავის ფუნქციას.

ვინც არ იცით, Google Translate არის გუგლის თარგმნის სერვისი, რომელმაც ახლა უკვე მსოფლიოს 52 სხვადასხვა ენა იცის! მას შეუძლია ამ ენებიდან ნებისმიერზე დაწერილი ტექსტის ნებისმიერ სხვა ენაზე გადათარგმნა, სინტაქსის, წინადადების ფორმის და სიტყვების მეზობელი ტერმინების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, სერვისით შეიძლება ნებისმიერი ვებგვერდი მომენტალურად ითარგმნოს სასურველ ენაზე. ისევე, როგორც ატვირთული დოკუმენტი მიიღოთ ნათარგმნი სახით. მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ ევრონიუსის ვებგვერდი ქართულად ან ქართული ბლოგების აგრეგატორი — ინგლისურად :)

მოკლედ, ძალიან გამიხარდა! საკმაოდ სერიოზული და დიდი ნაბიჯია მსოფლიო ინტერნეტის კონტენტის მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომად გახდის საქმეში. მადლობა გუგლს და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტში მუშაობდა.

One thought on “გუგლი ქართულს სწავლობს

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s