NEWS!


შაქარი აძლიერებს წამალგამძლე ინფექციების ანტიბიოტიკებით მკურნალობის ეფექტს:
Newsაღმოჩნდა, რომ შაქარი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მოქმედებას. აღმოჩნდა, რომ შაქრის კომპონენტები, გლუკოზა და ფრუქტოზა, ინფექციის გამომწვევს ასუსტებენ და უფრო მგრძნობიარეს ხდიან ანტიბიოტიკების მიმართ. არის შემთხვევები, როცა პათოგენური მიკროორგანიზმები ისე ეთვისებიან ანტიბიოტიკებს, რომ მათი მოქმედებისადმი პრაქტიკულად რეზისტენტულნი (შეუვალნი) ხდებიან. ასეთ დროს ინფექციური დაავადება არ იკურნება — მკურნალობის შედეგად შეიძლება რემისიის სტადიაში გადავიდეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ გამწვავდეს.

ბოსტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ანტიბიოტიკებთან ერთად შაქრის მოხმარებისას მედიკამენტის მოქმედება ძლიერდება. მათ ეს ჰიპოთეზა ნაწლავის ჩხირის მაგალითზე შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ შაქრისა და ანტიბიოტიკის ერთობლივი ზემოქმედებით 120 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა პათოგენური მიკროორგანიზმი შეიძლება განადგურდეს. იმავე ანტიბიოტიკების შაქრის გარეშე გამოყენებას პოზიტიური შედეგი არ ჰქონია. ამჟამად მკვლევრები იმის გარკვევას ცდილობენ, ასევე ეფექტურია თუ არა შაქარი ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობისას.

თევზი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის წამალიც არის
მეცნიერებმა იციან, — და უკვე ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია, — რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი თევზი, მაგალითად, ორაგული, ქაშაყი, დიდად უწყობს ხელს ტვინისა და ნერვული უჯრედების სიჯანსაღეს. გარდა ამისა, მხედველობისა და შემეცნებითი უნარის ნორმალური განვითარებისთვის თევზის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები პირველივე დღეებიდან სჭირდება ახალშობილს. ახლახან კი ამერიკელმა კლინიცისტებმა დაადგინეს, რომ თევზის შემცველობაში არსებული ცხიმოვანი მჟავების ჭარბი მოხმარება ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკს. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას კვებისა და ძილის დარღვევა, შფოთვა, ემოციური დაძაბულობა, დანაშაულის განცდა და თვითმკვლელობაზე ფიქრი ახასიათებს. კონეკტიკუტის (აშშ) უნივერსიტეტში ექიმები ორსულთა ორ ჯგუფს აკვირდებოდნენ. ერთი ჯგუფი კვირაში 5 დღის განმავლობაში იღებდა პლაცებოს (სიმინდის ზეთს), მეორე კი 300 მგ ცხიმოვანი მჟავას შემცველ კაფსულებს (ეს დაახლოებით ერთი ულუფა ორაგულის მიღებას უდრის). აღმოჩნდა, რომ ის ქალები, რომლებიც თევზის ქონს იღებდნენ, გაცილებით მეტად იყვნენ დაზღვეულნი ბავშვის დაბადების შემდეგ დეპრესიისა და სხვა ფსიქოემოციური დარღვევებისგან. ამ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით ფსიქიატრები ქალებს ურჩევენ, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში თევზი კვირაში 2-3-ჯერ მაინც მიირთვან.


2 thoughts on “NEWS!

  1. სასარგებლო და კარგი ინფორმაციაა. თევზზე ნაღდად არ ვიცოდი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s