მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!


მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან
სტატუსები ,მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!
სტატუსები ,მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!
❀ ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ
❀ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები
❀ მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის
❀ მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ
❀ როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არაა
❀ ნამდვილი მეგობარი ყოველთვის შენი მეგობარი იქნება და არა მხოლოდ ლხენისას, არამედ გაჭირვებასიც
❀ მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობარს ხარ მოკლებული
სტატუსები ,მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!
სტატუსები ,მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!
❀ მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს
❀ მეგობარი არის ადამიანი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ
❀ შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი
❀ როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?
❀ როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვალისწინებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?მეგობარი არასოდეს გეტყვის „ხომ გეუბნებოდი“ მაშინაც კი, როცა მართლა გეუბნებოდა
❀ მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე
❀ ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა
სტატუსები ,მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!
სტატუსები ,მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!
❀ მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად
❀ მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
❀ მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა
❀ ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს
❀ ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში
❀ მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია — გყავდეს მეგობარი და გადარჩე
❀ მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება
სტატუსები ,მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!
სტატუსები ,მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!
ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული,ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,ჩვენი მეგობრული სიყვარული,

სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,

ჩვენი მხიარული სახეები

არასდროს მწუხრით შეცვლილიყოს,

ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,

მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.

გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,

სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,

ცხოვრების მკაცრი კანონები,

ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,

ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,

მისი მორჩილები ვყოფილიყოთ !

***

დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
რა მატირებს ანდა რა მიხარია.
შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,
ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,
მეგობარო შემხედავ და მიხვდები,
წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.
უშენობა, მეგობარო,ძნელია,
უშენობით გულზე მადევს ლოდები.
მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია,
შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები.
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია

***

ღმერთო,
მიცოცხლე მეგობრები
ვინც დღემდე მომყვა!
ზოგი ტლანქია,
ზოგი,- რბილი,
ვითარცა თოქმა,
ხეირიანად
ლაპარაკიც არ იცის ზოგმა!
რა ვუყოთ მერე!-
მთავარია,
არ იყოს ბოღმა!
ღმერთო.
მიცოცხლე მეგობრები,
ვინც დღემდე მომყვა

***

ერთი ვარსკვლავი ცხოვრობდა ცაზე…

ყველა ფიქრობდა…და იცი რაზე???

სანამ გაძლებდნენ ამ ქვეყნად ასე,

უმეგობროდ და ფიქრებით სავსე…

მეგობრობაა ცხოვრების გზაზე.

ყველა ოცნებით ,სიკეთით სავსე,

მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე,

რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე…. !

მეგობრობა — ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება
სიყვარული ეკითხება მეგობრობას: — რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?

მეგობრობა პასუხობს: — რომ დავტოვო ღიმილი იქ, სადაც შენ ტოვებ ცრემლს…

3 საუკეთესო მეგობარი არ არსებობს (თუ არსებობს ძალიან იშვიათად) ორნი იყავით და ერთმანეთთან კარგად იყავით!

ეს პოსტი სიახლე არ არის,ეს არის ის სიძველე,რომელიც ყოველდღე ახალი ურთიერთობებითა და გაგებით უნდა განაახლო :))))

4 thoughts on “მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ!

  1. Megobroba santelia chauqrobeli,
    Megobroba vazis dziria gauxmobeli
    Mash tu asea gaumarjos yvelas vinc megobaria
    Es sulertia vajia tu qalishvilia!

  2. სიყვარული ეკითხება მეგობრობას: – რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?

    მეგობრობა პასუხობს: – რომ დავტოვო ღიმილი იქ, სადაც შენ ტოვებ ცრემლს… << Yvelaze nagdia :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s