ქართველების ქართველობა დაგვილოცე ღმერთო !


როგორც ჩვენი ბლოგის სათაური,ანუ ქართული სიახლე,ჩვენ გადავწყვიტეთ ცოტა უცნაურ,მაგრამ ძალიან აქტუალურ თემაზე ვისაუბროთ., ეს არის ახლანდელი ახალგაზრდა თაობა და მათებური მენტალიტეტი.
ქართველ კაცს,რომ ჰკითხო მასზე ჭკვიანი და განათლებული მეორე არ დაიარება დედამიწაზე. მართლაც იყო ესე გასულ საუკუნეში,როცა პოეზია პოეზიას ჰგავდა და პოეტი პოეტს. როცა ნუშიც ყვაოდა და ვიშნა ბალიც,როცა მთლიანად საქართველო ჰგავდა აბიბინებულ მინდორს.. გავიდა დრო და ვითომდა ცივილიზაციაში შევედით,ჯერ იყო და გაჩნდა »ოდნოები». მხოლოდ ჩვენები თუ დაწერს სასწაულ სტატუსებს : »მკიდიხართ დღე გამოშვებით» . «๑۩۞۩๑♥♥დაგშორდი ძვირფასო..:(:(:(:(♥♥๑۩۞۩๑ «. «წავიდე ნამცხვარი ვჭამო ტუ არწავიდე და არვჭამო ნამცხვარი? @ «სახელი გვარი დაწერე ბიჯო,სად ხარ ჩემი :@ გნახავ მე შეენ :@ » » დამავიწყდა ლოცვა,მხოლოდ მახსოვს შენი კოცნა» ….. არ გვეყოფა ეს ბლოგი ამდენი უჩვეულო და სასწაული სტატუსის წერაში. »დამააცენკე» და კომენტარი დამიტოვე უკვე სლოგანად იქცა.ეგ კი ,მაგრამ წყევლა გაგიგიათ? ამასწინათ ოდნოში ისეთ სიტყვებს გადავაწყდით,მიცვალებული საფლავში გადაბრუნდებოდა. შემოგთავაზებთ ნაწყვეტს :shen ar geixare erti dge. shen degefsos dabadeba da am duniaze chamogdeba shen gvtis piridan gadavardniilo. shen ar geixare da ar migiyvana cocxali gmertma saxlshi anda tu mixval iq misuli gaqcvita gmertma, degefsos cali tvali da meore darchenili tvalit chem bednierebas da shen ubedurebas gayurebina gmertma. shen mosaspobelo da gasawyvetelo ,migaxmes mai ortave xeli fexebic miyves zeidan ,she dasamiwebelo mexdacemulo. გავიდა დრო და , ახლა ყველამ ფეისბუქი აითვისა და ნებისმიერს, რომ კითხო პირველი ქართველი იყო, ვინც აქ დარეგისტრირდა.ოდნოს იარლიკ აწეპებული ფოტოები »ცვეტშია» ფეისბუქში. ყველანაირად სასწაული და უჩვეულო ხალხი ვართ,ერთ ქვეყანაში შეკრებილნი.

ხალხნო ! გონს მოდით,არას გვარგებს უსარგებლო ხეტიალი საიტებზე. ისევ დავუბრუნდეთ ძველ რიტმს,ძველ ცხოვრებას. ერთმანეთი გვიყვარდეს და არა მოსისხლე მტრებად ვიქცეთ,იმის გამო რო სადღაც იმას შენზე მეტი კომენტარი აქვს. აბსურდია !!! ქართველები ვართ,სწორედ ის ქართველები,რომლებიც ღვთისმშობელმა აკურთხა. სწორედ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ,რომელზედაც ხშირად იტყვიან : » არის ასეთი ქვეყანა,მას საქართველო ჰქვია». წყევლა-ამოგდებას სჯობს ,დღენიადაგ უფალს შევსთხოვოთ : ქართველების ქართველობა დაგვილოცე ღმერთო ! ! !

2 thoughts on “ქართველების ქართველობა დაგვილოცე ღმერთო !

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s