BLU- შეაგროვე და მოიგე!!!


ენერგეტიკული სასმელი BLU აცხადებს კონკურსს «შეაგროვე და მოიგე ! »

შეაგროვე ენერგეტიკული სასმელის BLU ყველაზე მეტი ცარიელი ქილა და მოიგე მთავარი პრიზი —
APPLE iPhone 4, 16Gb!!!

შეგროვებული ქილების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
I ადგილი — APPLE  iPhone 4, 16GB —
II ადგილი — APPLE iPod nano, 8Gb
-III ადგილი — APPLE iPod shuffle, 2Gb

კონკურსის წესები და პირობები:

კონკურსი იწყება 2011 წლის 26 ივლისს და ძალაშია 2011 წლის 15 სექტემბრამდე;
კონკურსში ჩასაბმელად მონაწილემ უნდა შეაგროვოს ენერგეტიკული სასმელის BLU მინიმუმ 300 ცარიელი ქილა;
გამარჯვებულის და პრიზიორების გამოსავლენად, კონკურსანტებმა ენერგეტიკული სასმელის BLU ცარიელი ქილები უნდა წარმოადგინონ 2011 წლის 15 სექტემბრის 15.00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, 0179, კახეთის გზატკეცილი 65, შპს ”დიპლომატ ჯორჯია”;
2011 წლის 15 სექტემბრის 15.00 საათის შემდეგ წარმოდგენილი ცარიელი ქილები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;
კონკურსში მონაწილეობის შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, გარდა შპს ”დიპლომატ ჯორჯია”-ს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრებისა;
კონკურსით გათვალისწინებული ქილების შემოწმება და დათვლა განხორციელდება შპს ”დიპლომატ ჯორჯია”-ს უფლებამოსილი თანამშრობლების მიერ, რომელთაც აქვთ უფლება შეამოწმონ წარმოდგენილი ქილების აუთენტურობა;
კონკურსის მონაწილეებმა პრიზის მისაღებად უნდა შეავსონ და ხელი მოაწერონ ყველა საჭირო დოკუმენტს;
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს, რომ მისი მონაწილენი თანახმა არიან მათი სახელები, გვარები, ფოტოები და სხვა მასალები, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, გამოყენებულ იქნას შპს ”დიპლომატ ჯორჯია”-ს ან/და სარეკლამო სააგენტოების ან/და მედია საშუალებების მიერ სარეკლამო მიზნებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში;
კონკურსის გამარჯვებულებს არ შეუძლიათ მოითხოვონ ფულადი პრიზი;
თიოთოეულ მონაწილეს შეუძლია მიიღოს მხოლოდ 1 (ერთი) პრიზი;
პრიზის ხარისხთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია მისი მიმღების მიერ უნდა გადაეგზავნოს უშუალოდ პრიზის მწარმოებელს. პრიზის მიმღები მისი მიღებისას უნდა დარწმუნდეს პრიზის დაუზიანებლობაში, რადგანაც პრიზის გადაცემის შემდეგ შპს ”დიპლომატ ჯორჯია” არ აგებს პასუხს მის ზიანზე;
პრიზების სპეციფიკაცია, შიგთავსი და ფერი შესაძლებელია განსხვავდებოდეს იმისგან, როგორც ეს ნაჩვენებია სარეკლამო მასალებში და ვებ-გვერდზე;
აქციის წესები და პირობები გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე http://www.facebook.com/blu4energy
შპს ”დიპლომატ ჯორჯია”-ს უფლება აქვს გამოაქვეყნოს დამატებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით. განახლებული ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე http://www.facebook.com/blu4energy;
კონკურსში ჩართვით მონაწილენი თანახმა არიან მასზედ, რომ ისინი გაეცნენ და სრულად ეთანხმებიან კონკურსის ზემოაღნიშნულ წესებს და პირობებს.

2 thoughts on “BLU- შეაგროვე და მოიგე!!!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s