Teenagers :))))))


ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა შედეგი,რომ მკითხველისთვის უფრო პრიორიტეტული თინეიჯერებზე საუბარია. მაშ ასე,დავიწყოთ თავიდან თუ ვინ არიან თინეიჯერები,რა პრობლემები აქვთ მათ,მათი მიზნები,გატაცებები და მიღწევები. თინეიჯერობის ასაკში ბავშვები განიცდიან ფიზიკურ და ემოციონალურ განვითარებას.ეს ერთდროულად მშვენიერი და საშიში დროა.ისინი იმ ასაკში არიან როდესაც ყალიბდება მათი საბოლოო ხასიათი.უხეშმა მოპყრობამ ან დაყვირებამ შეიძლება ამ ასაკში ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენოს ბავშვს.

ზოგ მშობელს ჯერა სიმკაცრის, მაგრამ უკიდურესმა სიმკაცრემ შესაძლოა სახლში ავტორიტარული ატმოსფერო შექმნას. მშობლები შეიძლება იყვნენ მესაკუთრენი და ეცადონ რომ შვილები მათზე იყვნენ დამოკიდებულნი. ამ ორმა შეხედულებამ შეიძლება ამბოხი გამოიწვიოს ბავშვში ან პირიქით ჩაკლას ბავშვის ბუნებრივი მიდრეკილება თავგადასავლებისაკენ.

ქართველი და ევროპელი თინეიჯერები აშკარად,დიდი ინტერვალით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მოდით ჯერ ქართველები დავახასიათოთ.

რაც შეეხება მთავარ საკითხს.. რატომ არის ქართველისათვის სიტყვა ,,თინეიჯერი” დამცინავი?

იმიტომ, რომ ქართველი თინეიჯერი  მართლაც სასაცილოა. ის ყვირის ბევრს (ზოგი არც ყვირის), მაგრამ აკეთებს ცოტას.. ის ამბობს, რომ დამოუკიდებელია, მაგრამ საკუთარ პოზიციას ხმამაღლა ვერ აფიქსირებს. იწყებს მოწევას, მაგრამ ეწევა ტუალეტში, შემდეგ კი თითებზე სუნს საღეჭი რეზინით იშორებს.  არ უნდა დაოჯახება, მაგრამ ოჯახდება. ამბობს, რომ საკუთარ ოჯახს ვერ იტანს, თუმცა წამითაც კი არ განიხილავს სახლიდან წასვლის ვარიანტს. მოკლედ, ქართველ თინეიჯერს არაფრის გაკეთება არ შეუძლია რეალურად, მაგრამ გამუდმებით იმუქრება.  ქართველ თინეიჯერს ისიც კი არ შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს თავისი სწავლის საქმე. თუ ჩააბარებს, აუცილებლად მამიკოს ფულით უნდა ისწავლოს. ეს კი უკვე კომპრომისზე წასვლაა საკუთარ პრინციპებთან, რის შემდეგაც დამოუკიდებლობისათვის აჯანყება ყოველგვარ აზრს კარგავს.ქართველი თინეიჯერი არ ერთობა, ის მხოლოდ წუწუნებს იმაზე, თუ რა კარგად შეძლებდა გართობას…ქართველ თინეიჯერი არ უშვებს შეცდომებს, ის მხოლოდ იმუქრება, რომ შეცდომებს დაუშვებს..სამაგიეროდ, ამ დანაკლისს მაშინ აინაზღაურებს, როცა უკვე დიდი იქნება და ბავშვურ შეცდომებსაც აღარავინ აპატიებს.საქმე ისაა, რომ ამ სიტუაციაში დამნაშავე ორივე მხარეა. მშობლები ცდილობენ, არასდროს დაკარგონ შვილებზე კონტროლი, შვილები კი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისე იცხოვრონ, როგორც უნდათ. სისულელეა საუბარი იმაზე, რომ საკმარისი თავისუფლება არ გაქვს, თუ სწავლობ უნივერსიტეტში,  სადაც სწავლის ფულს შენ არ იხდი, ხელში გიჭირავს მშობლების მიერ ნაყიდი მობილური, შემდეგ დაბადების დღეზე მამიკოსგან მანქანას ელოდები და ამ ყველაფერს მიყვები ჭიქა ყავაზე, რომლის საფასურსაც ჯიბის ფულით გადაიხდი, დილას რომ დედამ მოგცა..გარდა ამისა: ქართველი თინეიჯერი ივიწყებს წიგნების კითხვას და მისთვის საყვარელ მწერლად მუდამ ნოდარ დუბაძე რჩებაქართველი თინეიჯერი საერთოდ არ ფიქრობს სამუშაოს შოვნაზე.

მოდი აქ დავწერ რამოდენიმე მათ თვისებას )

 

აუცილებლად უნდა გქონდეს სკაიპი ნუ მაგის გარეშე რა პონტია ცხოვრება და სიცოცხლე )) სკაიპზე » Do NOt Disturb » უნდა გეყენოს ვითომდა დაანახო ხალხს აი გაწუხებენ ბევრი ხალხი გწერს და ასე შემდეგ .

სკაიპზე უნდა გქონდეს ასეთი სტატუსები «Nini Miyvarxar : * Chemi Cxovreba Xar (love) » «Dges magari party iyoo (Party) Da Magari Dro vaATareeeeT ) იმიტომ უნდა გქონდეს ესეთი სტატუსები რომ, ხო უნდა ნახონ რო ვითომ მაგარი როჟა ხარ ))

ეხლა ეს ახალი სენია უკვე ამ ახალგაზრდების FaCebook თუ არ გაქ ესეგი ჩამორჩენილი ხარ ცხოვრებას ) მიდის დავა ხოლმე თუ ვისი პეტი უფრო სიმპოა და ასე შემდეგ ))

უნდა გქონდეს «ოდნოკლასსნიკი» აუცილებლად სათვალით უნდა გედოს სურათი და ფერი შეცვლილი ანდა სიგარეტს უნდა ეწეოდე და ის სურათი გედოს ნუ ხო უნდა გნახონ ხალხმა რომ » ჯაან ტაკოი ხარ »

უნდა უსმენდე «Rock an Rap» მიუხედავად იმისა მოგწონს თუ არა . რატომ? ის ხომ დღეს მოდაშია ქართველ თინეიჯერებში კერძოთ ))

უნდა უკრავდე აუცილებლად იმიტომ რომ ეს გოგოებს ევასებათ ან პირიქით )) ანუ მარტო მაგათ ხათრით უნდა დაიწყო ..

აუცილებლად უნდა იყო ფორუმებზე რომ შენი თავს პროპაგანდას უწევდე )) და რაც შეილება ბევრთან მარიაჟობდე .

ჯეოკლასი ჯერ უნდა გააკეთო და მერე უნდა გააუქმო იმიტომ რომ შენმა ძმაკაცმა ან დაქალმა გააუქმა )))

უნდა გქონდეს იპოდრომზე ნაბომჟავები .

აუცილებლად უნდა ეწეოდე გოგოების თანდასწრებით სიგარეტს უფრო სწორედ ამარიაჟებდეე )

ეკლესიაში მოვალეობის გამო უნდა იარო

აუცილებლად უნდა იდავო ქალიშვილობის ინსტიტუტზე კარგია თუ ცუდი ))

(მგონი, მითითება არ სჭირდება, მაგრამ მაინც მივუთითებ: ყველაზე საუბარი არაა, მადლობა ღმერთს.)

ეხლა დავახასიათოთ ევროპელი თინეიჯერები.ისინი უფრო გახსნილები,თავისუფლები არიან. არ ფიქრობენ ნაადრევად ოჯახის შექმნაზე,თუმცაღა ჰყავთ ე.წ Girlfriend და Boyfriend. არ ეწევიან მალულად,სურვილისამებრ 18 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრობენ. რათქმაუნდა მდიდარი მამიკოს შვილებს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვთ ,,სასტავში,,. ევროპაში ბანძი ხარ თუ დისკოტეკებზე არ დადიხარ, არ გყავს Boyfriend და Girlfriend, არ გაქვს საკუთარი აგარაკი და ა.შ. ისინი ერთობიან და წუწუნებენ იმაზე,რომ უკეთესი შეიძლება ყოფილიყო. ევროპელი და ქართველი თინეიჯერები დიდი ინტერვალით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ორივე მხარეს აქვთ თავიანთი + და -. საერთო კი ერთია, ისინი Teenagerebi არიან.

რაც შეგვეხება ჩვენ. ჩვენც ამ ბლოგის ადმინები თინეიჯერები ვართ,რათქმაუნდა როგორც ყველა თინეიჯერს ჩვენც გვახასიათებს ჩვენივე თავისებურებები, გვაქვს ისეთი პერიოდი როცა მარტო გვინდა ყოფნა,მაგრამ ამასთანავე უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ )))) კონფლიქტი, “დაგრუზული დღე”, უპონტობა .. არც ესენია ჩვენთვის უცხო )) თუმცა მხოლოდ ამითაც არ შემოვიფარგლებით. Gგვაქვს ექსკლუზივი ჩვენი ბლოგისთვის . ფილმი- რომელიც გადავიღეთ,ჩვენივე მონაწილეობითა და სცენარით,თემაზე ფსიქოლოგიური დრამა : “ცხოვრებისეული ნოტები”. და თეატრალური დადგმა,რომელიც გვქონდა თოჯინების თეატრში ,აგრეთვე ჩვენი მონაწილეობით თემაზე, “ქართულ-აფხაზური სიყვარული”. აბა შეგვაფასეეეეეეეეეეთ ))))))

9 thoughts on “Teenagers :))))))

  1. თვისებები მომეწონა ძალიან . 100 % ხართ. მაგრად სად უნდა ვეძიოთ პრობლემა,აღზრდაში?

    • აღზრდაზეცაა ნაწილობრივ :)) უმეტესად მოზარდის ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. ასეთი პერიოდი აქვს, თინეიჯერია და ჩემი აზრით ზომების ფარგლებში ეპატიება ბევრი რამ. უსაზღვრო არაფერი არ ვარგა. ამ ჩამონათვალიდან,მიმაჩნია რომ ბევრი თვისება ზღვარს სცდება.. ამ პერიოდში არუნდა იყვნენ მშობლები მკაცრები და კატეგორიულები, გაგებითა და მეგობრული კონტაქტით ყველაფერი რიგზე იქნება )))))) (მარიამი)

    • გამოსავალი ყველა სიტუაციაში მოიძებნება.. უბრალოდ არსებობს,ისეთი გამოსავალი რომელიც ჩვენ არ გვაწყობს.. )) მშობლები დათმობაზე უნდა წავიდნენ ამ დროს,ბოლოსდაბოლოს დადგება დრო როცა ბავშვი დაღვინდება და ეს ყველაფერი ნათელ მოგონებად დარჩება ))

    • გეთანხმები ნათია, როგორც უკვე აღვნიშნე არ არსებობს ისეთი სიტუაცია, რომელსაც გამოსავალი არ აქვს,უბრალოდ ეს გამოსავალი ჩვენ არ გვაწყობს. აი ამაშია პრობლემა,ჩვენ ქართველები თუ თავს ევროპელებად ვთვლით, ევროპელობის პატარა ნიშან-წყალი მაინც უნდა გვეტყობოდეს😀 (მარიამი)

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s