კინოთეატრი «აპოლო» ბათუმში.



ბათუმში კინოთეატრი «აპოლო» ოფიციალურად გაიხსნა. წითელი ლენტი ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ გაჭრა. გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

კინოთეატრმა ფუნქციონირება მსოფლიო პრემიერით დაიწყო. ცნობილი რეჟისორის ვიმ ვენდერსის ფილმის «პინა» ჩვენება 3D ფორმატში მიმდინარეობს. უკვე გაწერილია მთელი თვის გეგმა; «აპოლოში» «პინას» გარდა, «კაპიტან ამერიკასა» და «ჰარი პოტერსაც» აჩვენებენ.

«აუტანელი ბოსები», «მაიმუნების პლანეტის აჯანყება» და «კოვბოები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ» — ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ჩვენება აგვისტოში კინოთეატრ «აპოლოში» იგეგმება. კინოთეატრის დარბაზი 160 მაყურებელზეა გათვლილი.

ყოფილი კინოთეატრი «ინტერნაციონალი» ბათუმს თავდაპირველი სახელწოდებით დაუბრუნდა. ევროპული სტანდარტების შესაბამისი კინოთეატრის ფასადს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა. მოდერნის სტილში აგებული შენობის აღდგენილი ფასადი 1911 წელს არსებული ფასადის იდენტურია.

About these ads

კინოთეატრი «აპოლო» ბათუმში.: 3 комментария

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

You are commenting using your WordPress.com account. Выход / Изменить )

Фотография Twitter

You are commenting using your Twitter account. Выход / Изменить )

Фотография Facebook

You are commenting using your Facebook account. Выход / Изменить )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Выход / Изменить )

Connecting to %s