საქართველოს ფოსტა საქართველოს ლატარიის კომპანიის მენეჯმენტში შევიდა !


ფირნიშები
შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მართვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალი წევრი „საქართველოს ფოსტა“ შევიდა. მას „საქართველოს ლატარიის კომპნიის“ სამართავი პაკეტის წილი გადაეცემა. ამ გადაწყვეტილების მიზანია საქართველოს ფოსტა მომგებიან, წარმატებულ და ინვესტორებისათვის მიმზიდველ კომპანიად იქცეს, რისთვისაც იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისებისა და მომსახურების შეთავაზება საზოგადოებისათვის.
ფირნიშები
საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და აქვს ყველა შესაძლებლობა ეფექტური მენეჯმენტი განახორციელოს „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“ და ჩაერთოს ლატარიის ორგანიზებაში.
ფირნიშები

ფირნიშები

იცით თუ არა, რომ…


აბსოლუტურად დაბრმავებულ ქამელონს შეუძლია, ზუსტად მიიღოს იმ გარემოს ფერი, სადაც იმყოფება.

ფლამინგოები, სინამდვილეში, ვარდისფერები არ არიან. მათ ეს ფერი პატარა,

მწვანე წყალმცენარეებისგან მიიღეს, რომლებიც გადამუშავების შემდეგ ვარდისფერდებიან.

ცხოველებს შორის ყველაზე დიდხანს უწყლოდ ვირთხა ძლებს.

სამეფო კობრას შახმი იმდენად ძლიერია, რომ მის ერთ გრამს 150 ადამიანის მოკვლა შეუძლია. ხოლო უბრალო შეხებამ კი შეიძლება კომაში ჩააგდოს ადამიანი.

დონ კიხოტის ნამდვილი სახელი — ალოსნო კეხადაა.

Это слайд-шоу требует JavaScript.


მარკ ტვენს არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა.

ყველაზე ახალგაზრდა რომის პაპი იყო 11 წლის.

პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ.

ფრანგ ჯანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახდნენ.

არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს.

XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ.

ბილ გეიცსს საკუთარ სახლში არ ააქვს ტელევიზორი,რადგან მიაჩნია,რომ მას ადამიანი ეჩვევა და შემდეგ სისულელეებზე ხარჯავს ძვირფას დროს.

არავის უნდა ათხოვოთ საკუთარი წიგნები, რადგან შეიძლება თვალითაც ვეღარ ნახოთ, გვაფრთხილებს ანატოლი ფრანსი, რადგან თვითონ მხოლოდ ის წიგნები შერჩა, რომელიც სხვისგან ითხოვა.

ტაიფუნი იაპონიაში


მართალია ბლოგი სახელის მიხედვით უნდა მოიცავდეს მხოლოდ იმ სიხლეებს, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში, მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო იაპონიის კიდვ ერთ სტიქიას. ალბათ ყველას გახსოვთ თუ როგორ განადგურდა და რა ოდენობის ზარალი მიაყენა ამ ქვეყანას მიწისძვრამ და მისგან გამოწვეულმა ცუნამმა. ეხლა კი კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს იაპონიას:

უკვე მეორე დღეა, რაც იაპონიის სამხრეთში ტაიფუნი "მაონი" მძვინვარებს. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ პრეფექტურებში კაგოსიმასა და მიაძაკს პროვინციებს გადაუარა.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე რამდენიმე პრეფექტურას. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ათასობით ოჯახი.

უკვე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. უამინდობის გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი უსაფრთხო რეგიონებში გადაჰყავთ. არ მუშაობს აეროპორტები, რის გამოც სტიქიური უბედურების ზონას ტურისტები ვერ ტოვებენ. სინოპტიკოსები წყალდიდობას და მეწყერს არ გამორიცხავენ. რის გამოც კაგოსიმასა და მიაძიკში განგაში გამოცხადდა.

ტროპიკული ტაიფუნი, რომლის სიჩქარეც ეპიცენტრში წამში 35 მეტრს შეადგენს, ჩრდილოეთით გადაადგილდება და ძლიერ ქარიშხალსა და წვიმას სინოპტიკოსები მალე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც ელოდებიან.

დაღუპულია 31 ადამიანი, ხოლო დაკარგულია — 57

წლის ყველაზე იღბლიანი აბიტურიენტი :)))))



მახარაძე მურად! წლის ყველაზე იღბლიანი აბიტურიენტი :))))) ადამიანი,რომელიც ბარიერს სულ რამოდენიმე ქულით «გადაახტა» და სტუდენტი გახდა :))))

50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ


Это слайд-шоу требует JavaScript.

წიგნი ძალიან გავს მეგობარს. წიგნებს, ისევე როგორც მეგობრებს, თავად ვირჩევთ. ოღონდ ერთი განსხვავებით, იმისთვის, რომ წიგნი შენი მეგობარი გახდეს, მასთან ერთად 10 ფუთი მარილის ჭამა სულაც არ არის საჭირო. უბრალოდ, მას საფუძვლიანად უნდა გაეცნო — ისევე, როგორც მეგობარს დამეგობრებამდე. აი, მერე, მერე კი… მთელი ცხოვრების მანძილზე ხშირად გვახსენდება მათი კონკრეტული ფრაზები და რჩევა-დარიგებები, რომელსაც ხან ვითვალისწინებთ, ხან არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჭკუას ორივე მათგანს ვეკითხებით.
მე პირადად ძალიან მიყვარს კითხვა, რაგაც პერიოდით განტვირთვა და ასე ვთქვათ «მოგზაურობა». ასეთ დროს სრულიად ვეთიშები გარე სამყაროს და ვრჩები ჩემს წიგნთან და მის გმირებთად ერთად სრულიად მარტო. დამიჯერეთ ეს ძალინ საინტერესოა…


ეს საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
გამოკითხვებით, სოციოლოგიური კვლევით, ექსპერტთა ანალიზით ყალიბდება ის სია, რომელიც იმ პერიოდის გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს.
პროექტის თანახმად, გამოკითხვები 10-15 წელიწადში მეორდება იმისათვის, რომ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები აისახოს.
პროექტი პირველად საქართველოში ”მედია პალიტრამ” 2009 წლის ნოემბერში დაიწყო, გამოკითხვა გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე.
საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდება ყველაზე ხშირად დასახელებული წიგნებიდან.

შერჩეული 50 წიგნი შეუძლებელია ასახავდეს მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს ჩვენი ქქვეყნის 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული 50 წიგნი იქნება, წიგნები, რომლებიც ერთად შევარჩიეთ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეავსოთ კითხვარი, საიტზე - http://50.kvirispalitra.ge/

თუ 5000 კაცი შემოგვიერთდება, რუსთაველზე ტრუსიკით გავივლი


Это слайд-шоу требует JavaScript.


თუ 5000 კაცი შემოგვიერთდება, რუსთაველზე ტრუსიკით გავივლი
_ ეს განცხადება რამოდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე. ადრესატი ჯერჯერობით თავის ვინაობას არ აცხადებს და არც იმ მიზეზებს ასახელებს, რომლის გამოც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება  ის გვერდის პირად ინფორმაციაში წერს: “სათაურით ყველაფერი ნათქვამია :)) არავის არაფერს არ ვუმტკიცებ, უბრალოდ, თუ 5000 კაცი შემომიერთდება, ავდგები და გავივლი, მორჩა და გათავდა. თუკი დაიდება შეკითხვები: «რატომ?» «აზრი?» «მერე ჩვენ რა?» და ა.შ. პოსტი წაიშლება და მომხმარებელს ბანი დაედება. ასევე არ დაიდება არანაირი რეკლამები მომხმარებლების მხრიდან. ბანი დაედება აგრეთვე ნებისმიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, იქნება ეს დაფარული თუ ღია. გავლით კი აუცილებლად გავივლი და მეცმევა «sponge bob»–ებიანი ტრუსიკი. ჩატარდა გამოკითხვა იმის თაობაზე, ღირს თუ არა ჭრელი წინდების ჩაცმაც :)).”

ამის გარდა გვერდზე კიდევ რამოდენიმე კითხვარს იხილავთ. მაგალითად >> რა ჩაეცვა ფეხზე ტრიუმფალური გამოსვლისას; ან დაეხურა თუ არა შალის თბილი, ყურებიანი ქუიდი და ასე შემდეგ. თუმცა საბოლოოდ მან აირჩია მხოლოდ ჭრელი ნასკები :).

ამ განცხადებას საკმაოდ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და დღესდღეობით მათი რიცხვი 2470მდე ადამიანს მოიცავს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. შექმნილ გვერდს მორიგი გვერდი მოჰყვა შემდეგი დევიზით: “6000ლაიქი და ლეღვის ფოთლით და ზოროს მასკით გავივლი რუსთაველზე” და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გვერდი “7000 ლაიქიც რომ მოაგროვოს ამ გვედრმა, მაინც არაფერს ვიზამ, მეზარება…” უკანასკნელის მსგავსი კიდევ ერთი გვერდი ვიპოვე «ეს რა დრო დადგა, უკვე ლაიქების ფასად რო იხდის ხალხი»
ნუ კიდევ უამრავი საინტერესო და სახალისო გვერდი აღმოვაჩინე facebook-ზე თუმცა ყველას ჩამოთვლა არ ღირს.
ყველა გვერდის მფლობელს გისურვებთ უამრავ ლაიქს და პოპულარობას :*